—

გიული ალასანია ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს

23
გიული ალასანია ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერზე ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას მიმართვა ვრცელდება.

მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერზე ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას მიმართვა ვრცელდება. 

გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს და ამბობს, რომ მისი შვილი საქართველოში უსაფრთხოდ არ არის, ამიტომ აუცილებელია მისი უკრაინაში დაბრუნების ორგანიზება.

"მოგესალმებით, მე მიხეილ სააკაშვილის დედა ვარ. გამოუვალ სიტუაციაში ვართ. ჩემს შვილს ჩემს თვალწინ კლავენ.

მინდა მივმართო პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც აქამდე არაერთხელ დაგვეხმარა,

თუმცა ახლა მისი თანადგომა და დახმარება განსაკუთრებით გვჭირდება.

საჭიროა, როგორმე მოხერხდეს მიხეილის უკრაინაში გადაყვანის ორგანიზება, რათა მან შეძლოს, მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაკვირვება, და როგორმე გადარჩეს. ის უკვე 35-ე დღეა შიმშილობს.

წარმოგიდგენიათ? ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს ნებისმიერ მომენტში. თუმცა ეს არავის აწუხებს. ერთადერთი, რასაც მას სთავაზობენ ციხის საავადმყოფოა, რომელსაც არ ყავს შესაბამისი სპეციალისტები. სადაც არ აქვთ მსგავსი პაციენტებისათვის სათანადო პირობები.

მე ნამდვილად თქვენი იმედი მაქვს! თქვენი, ყველასი - უკრაინელი ხალხის, დეპუტატების.

ასევე მივმართავ უკრაინის ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრეზიდენტ ზელინსკის," - აცხადებს გიული ალასანია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →