—

ნოემბერ-დეკემბრი საკმაოდ რთული იქნება - გამყრელიძე

26
ნოემბერ-დეკემბრი საკმაოდ რთული იქნება - გამყრელიძე
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მობილობა გაზრდილია, რაც ხელს უწყობს ეპიდსიტუაციის გაუარესებას.

ორი ვირუსის ზედდების თავიდან ასაცილებლად გამყრელიძე რისკჯგუფებს გრიპზე აცრისკენ მოუწოდებს. 

„ნოემბერი-დეკემბრი საკმაოდ რთული იქნება, იმიტომ რომ ამ დროს კიდევ უფრო აქტივირდება სხვა რესპირაციული ინფექციები, ჯერჯერობით გრიპი არ ცირკულირებს ქვეყანაში, იცით რომ ჩვენ მუდმივი მონიტორინგი გვაქვს, გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, სხვა რესპირაციული ვირუსიები ცირკულირებენ მაგრამ გრიპი არ არის ჯერ.

ამიტომ მოვუწოდებთ ყველას გრიპის საწინააღმდეგო აცრებისკენ. 26 ათასი ადამიანია დღეისთვის აცრილი, 200 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში განაწილებულია. ვისაც ეკუთვნის სახელმწიფოს ხარჯზე და რისკჯგუფები ვინც არიან, აუცილებელია რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან რათა ზედდება არ გვქონდეს“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →