—

ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პანდემიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა

22
ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პანდემიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პანდემიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის მხარს უჭერს სავალდებულო ვაქცინაციას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში და მასწავლებლებში, თუმცა ეს საკითხი ბევრ ასპექტთან არის დაკავშირებული.

„ქალბატონ პრეზიდენტს დღეს დიდი მადლობა გადავუხადე ოფიციალურად მისი განცხადებისთვის, რაც მან გუშინ პანდემიასთან და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გააკეთა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი პოსტულატი მეც ხშირად გამიჟღერებია. იცით, რომ მომხრე ვარ ზოგიერთ ჯგუფში სავალდებულო ვაქცინაციის, მათ შორის ჩემს კოლეგებში და ასევე, მასწავლებლებში, მაგრამ მოგეხსენებათ, სავალდებულო ვაქცინაციის პრინციპი მარტივად გადასაწყვეტი არ არის. ის დაკავშირებულია ბევრ საკითხთან - ადამიანის უფლებებთან, ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობის ინტენსივობასთან, მოსახლეობის განწყობასთან, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ამიტომ, „მწვანე“ პასპორტი სხვა არაფერია, თუ არა ირიბი მანდატორიზმი. დარწმუნებული ვარ, „მწვანე“ პასპორტის რიგი პოსტულატები ქვეყანაში მალე ამოქმედდება. აცრაზე ნებაყოფლობით მოვიდა 33%, ჩვენ რომ წამახალისებელ ღონისძიებებს აქტიურად დავნერგავთ, ალბათ, კიდევ მოიმატებს პროცენტების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ყველა ქვეყანა მერე რაღაც ზღურბლზე ჩერდება, ზოგიერთისთვის ეს იყო 30-40% და ა.შ. დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება 5-6 თვე, რომ 75%-იან მოცვაზე გავიდეს, ამიტომ ჩვენ მეტად უნდა ვიაქტიუროთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →