—

თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანას საველე ჰოსპიტლების გამოყენება კვლავ დასჭირდეს

24
თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანას საველე ჰოსპიტლების გამოყენება კვლავ დასჭირდეს
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანას ეპიდსიტუაციის გართულებიდან გამომდინარე საველე ჰოსპიტლების გამოყენება კვლავ დასჭირდეს. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს…

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანას ეპიდსიტუაციის გართულებიდან გამომდინარე საველე ჰოსპიტლების გამოყენება კვლავ დასჭირდეს. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ასევე გამოყენებული იქნება კოვიდსასტუმროებიც.

„შესაძლებელია კვლავ დაგვჭირდეს გავაფართოვოთ ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა, მათ შორის გამოვიყენოთ საველე ჰოსპიტალი და ასევე გამოვიყენოთ კოვიდსასტუმროები“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ე.წ. ბუსტერდოზებს, როგორც გაბუნია ამბობს, რომ 3-4 ათასმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.

„ჩვენ გუშინ მივიღეთ რეკომენდაცია ეროვნული ვაქცინაციის ჯგუფისგან, რომელიც მხარს უჭერს „ბუსტერდოზის“ ჩატარებას ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს მოზრდილ მოსახლეობაზე 18 წლის ზემოთ, ვინც აცრა უკვე ჩაიტარა, ასევე, ნებისმიერი ვაქცინით აცრილი პირებისთვის. „სინოვაკი“, სინოფარმი, ფაიზერი, ასტრაზენეკა - ოთხივე ვაქცინის შემთხვევაში შესაძლებელია ბუსტერდოზის გამოყენება. ამას კიდევ გაივლის ვაქცინაციის საბჭო სამინისტროში და გადაწყვეტილება გვექნება. თუმცა, პირველი დადებითი რეკომენდაცია ჩვენ უკვე მივიღეთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →