—

არსებობს ახალი შტამის გავრცელების რისკი - თამარ გაბუნია

20
არსებობს ახალი შტამის გავრცელების რისკი - თამარ გაბუნია
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ფაქტი ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებული არ არის, თუმცა ამის რისკები არსებობს.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ვაქცინაცია დღემდე ცნობილი ყველა შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.

"ახალი შტამი ცირკულირებს, ვიცით ეს ამბავი და იმასაც საუბრობენ მეცნიერები, რომ ახალ ვარიაციას, შესაძლოა, უფრო მეტი დამაზარალებელი ზემოქმედება ჰქონდეს. საბედნიეროდ, საქართველოში, ჯერჯერობით, ეს შტამი დადგენილი და აღმოჩენილი არ არის. რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, როგორც ეს დელტა შტამის შემთხვევაში მოხდა, ასევე, შესაძლებელია, ნებისმიერი სხვა შტამი გავრცელდეს და აქაც ისევ და ისევ გადაზღვევის გზა არის ვაქცინაცია. მეცნიერები საუბრობენ, რომ ვაქცინაცია იცავს ყველა დღემდე ცნობილი შტამებისგან, რაც აღმოჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში და ცირკულირებს, ამდენად, აქაც გამოსავალი არის ვაქცინაცია,"- აცხადებს თამარ გაბუნია 

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →