—

ნიკა მელია - ჩემთვის პარლამენტი, როგორც ასეთი, არ არსებობს - ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს მანდატს

30
ნიკა მელია - ჩემთვის პარლამენტი, როგორც ასეთი, არ არსებობს - ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს მანდატს
მოსასმენად დააჭირეთ

ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი არ არსებობს - ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, ეს ახლა უმნიშვნელოა”, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი არ არსებობს - ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, ეს ახლა უმნიშვნელოა”, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, მანდატის დატოვება პანაცეა არ არის.

„​არაფერ შუაშია ახლა წინა პლანზე წამოწევა, პარლამენტის წევრები დატოვებენ თუ არა მანდატს დღეს, ხვალ თუ ზეგ. ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა ახლა.

გეუბნებით, ამ წუთის მდგომარებით, მივემართებით სხვადასხვა ქალაქში, ჩემთვის ეს საკითხი დახურულია, ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი არ არსებობს.

ჩემთვის, მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო მღელვარებასა და ბრძოლაში თუ მანდატის გარეშე, უმნიშვნელოა. მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა, ხომ?! ამაზე არ ვსაუბრობთ, უმნიშვნელოა. ფორმალურად ჯერ კიდევ უდევს მანდატი ვინმეს ჯიბეში, თუ არ უდევს, რა მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →