—

მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

27
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
მოსასმენად დააჭირეთ

3 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგგან შესაძლოა აღინიშნოს მცირე ნალექი. ტემპერატურა +20, +21 გრადუსი იქნება.

4-დან 6 ნოემბრამდე კი ამინდი გაუარსდება. მოსალოდნელია წვიმა და ტემპერატურის შემცირება +15, +16 გრადუსამდე. 

7 -8 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კი საშუალოდ +20 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოში 6 ნოემბრის ჩათვლით სინოპტიკოსები თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა +21, +22 გრადუსი იქნება. 

7-8 ნოემბერს კი დასავლეთში წვიმას ელოდებიან, ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის. 

3 ნოემბერს თბილისში უნალექო ამინდია და +20 გრადუსი იქნება. 

4-6 ნოემბერს კი ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა. 

7-8 ნოემბერს დედაქალაქში გამოიდარებს, ტემპერატურა კი +20 გრადუსამდე გაიზრდება. 

3 ნოემბერს ნალექს არ ელოდებიან მაღალ მთაში. ტემპერატურა +15, +16 გრადუსი იქნება. 

4 ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე კი მთიან რეგიონებში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით  +12, +14 გრადუსამდე შემცირდება.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →