—

ლიზა იასკოს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შედეგად 20 კილოგრამზე მეტი დაიკლო

27
ლიზა იასკოს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შედეგად 20 კილოგრამზე მეტი დაიკლო
მოსასმენად დააჭირეთ

რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება და მოცემული მომენტისთვის მას უკვე 20 კილოგრამზე მეტი აქვს დაკლებული. როგორც მან მიხეილ სააკაშვილის მონახულების…

რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება და მოცემული მომენტისთვის მას უკვე 20 კილოგრამზე მეტი აქვს დაკლებული. როგორც მან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, სააკაშვილს ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, რასაც გლდანის კლინიკაში მას ვერ გაუწევენ.

„სამწუხაროდ, ძალიან მტკივნეულია ყოველ ჯერზე იმის ნახვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება. სასურველია, რომ იყოს მხარდაჭერა და ხელისუფლების მხრიდან მოქმედებები სრულიად განსხვავებულია, რადგან უბრალოდ მოცდა, რომ ადამიანი გახდება ძალიან ცუდად, ეს ძალიან არასწორია და სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება საპატიმროში და ყოველდღიურად მისი მდგომარეობა უარესდება. ამის უბრალოდ ასე დატოვება არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, არჩევნები მოიპარეს და ეს ძალიან მტკივნეული და უსამართლოა, მაგრამ თუ ამ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ნამდვილად შეიძლება დავკარგოთ მიშას სიცოცხლეც და ზოგადად, რაიმე მომავალიც კი. მე ძალიან მტკივა ამის დანახვა, ამაზე საუბარი და იმის ყურება თუ როგორ ხდება ის სულ უფრო უარესად ყოველდღიურად. მას ძალიან ესაჭიროება ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, ეს არ შეიძლება, რომ იყოს გლდანის კლინიკა. ასევე, რა თქმა უნდა, საჭიროა პრეზიდენტის გათავისუფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა ლიზა ისაკომ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →