—

ლიზა იასკო - უკრაინის პოზიცია ასეთია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში

89
ლიზა იასკო - უკრაინის პოზიცია ასეთია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში
მოსასმენად დააჭირეთ

რადას დეპუტატის ლიზა იასკოს განცხადებით, უკრაინის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში, თუმცა ამ მხრივ ბევრია დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებასა და იმ პროცესებზე, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ამის…

რადას დეპუტატის ლიზა იასკოს განცხადებით, უკრაინის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში, თუმცა ამ მხრივ ბევრია დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებასა და იმ პროცესებზე, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების შემდეგ ისაუბრა. იასკოს თქმით, პასუხისმგებლობა არის ქართულ მხარეზე.

„ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, საქართველოზე, უკრაინაზე, მსოფლიოზე, მის მდგომარეობაზე. ის მხნედ არის, მაგრამ მე ხომ ვხედავ, რომ ამჯერად ის უფრო უარესად გამოიყურება. მე ყოველ ჯერზე ამას ვამბობ და სადამდე შეიძლება ეს ასე გრძელდებოდეს?! ამ მომენტისთვის ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ეს ძალიან მძიმეა. მოცემული მომენტისთვის მან 20 კილოზე მეტი დაიკლო და აქვს ძალიან ცუდი სიმპტომები.

უკრაინის პოზიცია ასეთია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში, მაგრამ განვმეორდები, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე და იმ მოვლენებზე, რომლებიც ახლა აქ ვითარდება. პასუხისმგებლობა ამ მხრივ არის ქართულ მხარეზე“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →