—

თაკო ჩარკვიანი - მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლას თავისი ენერგეტიკით ცოცხალი სჭირდება

23
თაკო ჩარკვიანი - მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლას თავისი ენერგეტიკით ცოცხალი სჭირდება
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილი ამ ბრძოლას თავისი ენერგეტიკით ცოცხალი სჭირდება, - ამის შესახებ დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავად მივიდა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.

„ძალიან რთული პროცესია. მან უდიდესი საქმე გააკეთა ამ პოლიტიკური აქტით. მისი ასეთი ჩამოსვლა თავიდან ბოლომდე იყო ბრწყინვალე მასშტაბური პოლიტიკური აქტი და ამაზე მინდა ვისაუბრო, ასევე შემდეგ სტრატეგიაზე. თავის საქმე, როგორც ლიდერმა თვითონ იცის, მაგრამ მე პირადად, ვთვლი და მგონია, რომ ახლა, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ზუსტად ამ ბრძოლისთვის, რომელიც ახლა იწყება, ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ თუ შეწყვეტდა შიმშილობას, ძალიან წაადგებოდა იმ ბრძოლას, სადაც ყველა ერთად უნდა ვიყოთ, ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი. დღეს, რუსეთ-საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რუსეთის მიერ დევნილი, ცოცხალი სჭირდება ქვეყანას”, - აცხადებს ჩარკვიანი.

მისივე თქმით, თავს პირველად მისცემს უფლებას, რომ სთხოვოს სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა.

“ამ ხნის განმავლობაში მე არასდროს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, იმიტომ, რომ ეს არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღეს მე ვთვლი, ასე ვხედავ პოლიტიკურ ბრძოლას, რომ ის ცოცხალი სჭირდება ამ ბრძოლას თავისი ენერგეტიკით”, - აცხადებს ჩარკვიანი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →