—

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე არსებულ მაღაზიებს „ბრიკის“ PowerBank-ები დაემატა

21
„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე არსებულ მაღაზიებს „ბრიკის“ PowerBank-ები დაემატა
მოსასმენად დააჭირეთ

„სოკარი“ ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. ქვეყნის მასშტაბით 7 სადგურზე მისულ სტუმრებს შვედური კომპანიის, „ბრიკის“ Power Bank-ები დახვდებათ. „ბრიკს“ რამდენიმე სხვადასხვანაირი კაბელი…

„სოკარი“ ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. ქვეყნის მასშტაბით 7 სადგურზე მისულ სტუმრებს შვედური კომპანიის, „ბრიკის“ Power Bank-ები დახვდებათ. „ბრიკს“ რამდენიმე სხვადასხვანაირი კაბელი მოჰყვება, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ტიპის ტელეფონის დატენვას შეძლებთ.

„ბრიკი“- ის ფაუერბანკი მისი აპარატიდან QR კოდის დასკანერების მეშვეობით უნდა გაააქტიუროთ. „სოკარის“ მომხმარებლებისთვის, 30 წუთის განმავლობაში დამტენით სარგებლობა უფასოა. შემდეგ, 1 საათის ღირებულება 3 ლარი ხდება, 2 საათი – 5 ლარი. „ბრიკის“ მთელი დღით ქირაობა კი 7 ლარი ჯდება. მსურველებს შეუძლიათ Power bank-ი იმავე, ან ნებისმიერ სხვა სადგურზე მისვლისას დააბრუნონ. ყველა სადგურის ნახვა შესაძლებელია “ბრიკი”-ის აპლიკაციის რუქაზე.

ამ ეტაპზე, „ბრიკი“ სოკარის შემდეგ სადგურებზეა განთავსებული:

თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 97;

თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი;

ზესტაფონი;

დაფნარი;

ბათუმი, ჰეიდარ აბაშიძის 91;

ბათუმი, თამარ მეფის გამზირი (ბარცხანა);

თერჯოლა;

გორი;

ბაკურიანი;

სტეფანწმინდა (ყაზბეგი)

კომპანია „სოკარი“ მიზნად ისახავს, ავტოგასამართ სადგურებზე მისულ მომხმარებლებს არა მხოლოდ საწვავი, არამედ სრული ავტოსერვისი დაახვედროს. გარდა ამისა, სადგურების უმეტესობაზე განთავსებულია მაღაზიები, სწრაფი კვების ობიექტები, კაფეები, ელექტრომობილების დამტენები და ახლა უკვე ტელეფონების Power Bank-ებიც. 

(bfm.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →