—

ირაკლი კობახიძე - კენჭისყრის დღეს პროვოკაციები არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა, მოვუწოდებთ, არ გაბედონ ასეთი რამ

22
ირაკლი კობახიძე - კენჭისყრის დღეს პროვოკაციები არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა, მოვუწოდებთ, არ გაბედონ ასეთი რამ
მოსასმენად დააჭირეთ

ყოველ ჯერზე, როდესაც გვაქვს კენჭისყრის დღე, ველოდებით პროვოკაციებს, რადგან ეს არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს…

ყოველ ჯერზე, როდესაც გვაქვს კენჭისყრის დღე, ველოდებით პროვოკაციებს, რადგან ეს არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

მან ოპონენტებს მოუწოდა „არ გაბედონ“ პროვოკაცია.

კობახიძემ ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც მიმართა, რომ მოთმინებით მიიღონ ნებისმიერი პროვოკაცია.

„აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ მათ, რომ არ გაბედონ ასეთი რამის გაკეთება და მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ მათ მოთმინებით მიიღონ ნებისმიერი პროვოკაცია, არ მოახდინონ არავითარი არასათანადო რეაგირება, ყველაფერი აღბეჭდონ კამერაზე ტელეფონში და ატვირთონ სოციალურ ქსელში, ეს არის ჩვენი მოწოდება“, – განაცხადა კობახიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →