—

ირაკლი კობახიძე - 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში

26
ირაკლი კობახიძე - 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილს და იმიტირებულ შიმშილის ქრონიკას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით უკვე მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით პატარა შოუ გვექნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილს და იმიტირებულ შიმშილის ქრონიკას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით უკვე მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით პატარა შოუ გვექნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი შიმშილობს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე.

„გარწმუნებთ, როგორც კი დამთავრდება არჩევნები, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არც ერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, 30 ოქტომბრიდან ეს საკითხი საერთოდ გაქრება ჩვენი დღის წესრიგიდან. შიმშილობაზე არის პასუხისმგებელი მოშიმშილე. როდესაც ადამიანი შიმშილობს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამაზე. ბუნებრივია, ციხე არ არის კურორტი. უნდა შიმშილობა, არ უნდა ჭამა? მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწფოს აქვს ერთი პასუხისმგებლობა. იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს. არავის პრივილეგია არ არის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. რა სტანდარტითაც მოქმედებს, იმოქმედებს ყოველთვის სახელმწიფო სხვა მოშიმშილეების, პატიმრების მიმართ, იგივე სტანდარტებით იმოქმედებს სახელმწიფო პატიმარ, უმძიმეს დამნაშავე სააკაშვილის მიმართაც“, – განაცხადა კობახიძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →