—

დილიდან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა - სააკაშვილი

191
დილიდან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა - სააკაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ facebook გვერდზე მისი სახელით მორიგი პოსტი ქვეყნდება. სააკაშვილი ამბობს, რომ შეხვედრების ოთახში, შუშის გამყოფი ბარიერი ჭერამდე ჩაშენებული დახვდა. შესაბამისად…

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ facebook გვერდზე მისი სახელით მორიგი პოსტი ქვეყნდება. სააკაშვილი ამბობს, რომ შეხვედრების ოთახში, შუშის გამყოფი ბარიერი ჭერამდე ჩაშენებული დახვდა. შესაბამისად, ექსპრეზიდენტის თქმით, ის ვეღარ ახერხებს დოკუმენტების გაცვლას საკუთარ ადვოკატებთან.

მისივე თქმით, მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა საქართველოში და მითუფრო ევროპაში. როგორც პატიმარი წერს, ის ახლა იმყოფება არა ქართულ, არამედ რუსულ ციხეში, სადაც ციხის პერსონალსაც კი რუსებივით მოქცევას აიძულებენ.

"დღეს, დილიდან, პირად ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა. შეხვედრის ოთახში, ჩვენ შორის არსებული, შუშის კედელი ბოლომდე ამოგვიშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთში დოკუმენტებს ვეღარ გავცვლით. ამასთანავე, არის ძალიან ცუდი სმენადობა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში და მით უფრო, არასდროს ევროპაში.

სასამართლო და პროკურატურა რომ არ არსებობენ დიდი ხანია გავიგეთ, ახლა ადვოკატურაც გაგვიუქმეს!

დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება!

მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ - რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ. დღეს შევხვდი უკრაინელ ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას, რომლის ძალიან მადლიერი ვარ. მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა" - წერს სააკაშვილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →