—

"სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია" - თეა წულუკიანი

25
"სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია" - თეა წულუკიანი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ქართული ოცნების" შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას რუსთავის ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა.

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ქართული ოცნების" შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას რუსთავის ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა. 

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლება დემოკრატიული წესით აქვს მოპოვებული.

"მინდა, შევახსენო ყველას, როგორ ჩემი თაობის წარმომადგენელმა, რომ დღეს ჩვენ, "ქართულ ოცნებას" ხელისუფლება დემოკრატიული წესით გვაქვს მოპოვებული. სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ.

დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღდეგ, ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება, ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლები", –განაცხადა თეა წულუკიანმა.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →