—

თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებით დასრულდება ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში

23
თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებით დასრულდება ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება. ამის შესახებ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს…

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება. ამის შესახებ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ თბილისში, დღეს დაგეგმილ აქციას.

„ივანიშვილის რეჟიმს აღარ გააჩნია არანაირი საყრდენი ორი საყრდენის გარდა. ერთი არის „კრიმინალური სამყარო” და ვხედავთ, რომ სწორედ „კრიმინალური სამყაროს” გამოყენებით ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ ადამიანების თავისუფალ ნებაზე და მეორე - ე.წ ადმინისტრაციული რესურსი. ძალიან სამწუხაროა ეს უკანასკნელი, იმიტომ, რომ ეს ადამიანები, როგორც ჩვენ ვართ, ისე არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი პატრიოტია, უმძიმს, რომ ასეთ რეალობაში უწევს მონაწილეობის მიღება.

დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ზეწოლისა, ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ და არ გახდებიან გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმის ხელში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებით დასრულდება ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში, როდესაც საჯარო მოხელეს თუ კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანს არ აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. ეს აუცილებლად დასრულდება 30 ოქტომბრის არჩევნებზე", - აცხადებს ბოკუჩავა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →