—

აუცილებელია მისი სოცოცხლის მხარდაჭერა - უკრაინის ომბუდსმენი

27
აუცილებელია მისი სოცოცხლის მხარდაჭერა - უკრაინის ომბუდსმენი
მოსასმენად დააჭირეთ

ამ წუთებში რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს უკრაინელი სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ხვდება. მისი თქმით, დაინტერესებულია როგორია საქართველოს მესამე პრეზიდენტის როგორც ჯანმრთელობის, ასევე მისი უფლებრივი მდგომარეობა.

ომბუდსმენმა კომენტარი უკრანელი ადვოკატის საქართველოში არ შემოშვებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე შესაბამის უწყებებს მიმართავს.

"დღეს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მოგვეცა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება მინდა, რადგან უკვე 27-ე დღეა შიმშილობს. მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა მისი ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობა. მსურს მის პირად ექიმს დაველაპარაკო. 

მედიკოსები ანალიზებს ყოველდღიურად აკეთებენ და ამ ანალიზების შედეგები ჩემთვის ძალიან საინტერესოა. აუცილებელია მისი სოცოცხლის მხარდაჭერა და იმის გარკვევა, თუ მისი რომელი უფლება ირღვევა.

ჩემთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი, უკრაინელი ადვოკატი ჩამოფრინა, რომელიც საზღვარზე არ შემოუშვეს, ის უკან გააბრუნეს, ამ საკითხზე შესაბამის ორგანოებს აუცილებლად მივმართავთ, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს უნდა შევხვდე და გავიგო, პირადად მას რა სურს. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ", - თქვა სახალხო დამცველმა.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →