—

გათავისუფლების ერთადერთი შანსი 30 ოქტომბრის არჩევნებია - მიხეილ სააკაშვილის მოწოდება

31
გათავისუფლების ერთადერთი შანსი 30 ოქტომბრის არჩევნებია - მიხეილ სააკაშვილის მოწოდება
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკლებლივ ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურზე იაქტიურონ და ამბობს, რომ როგორც მისი, ასევე ქვეყნის გათავისუფლების ერთადერთი შესაძლებლობა 30 ოქტომბერს…

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკლებლივ ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურზე იაქტიურონ და ამბობს, რომ როგორც მისი, ასევე ქვეყნის გათავისუფლების ერთადერთი შესაძლებლობა 30 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე მისვლაა.

მიხეილ სააკაშვილის გზავნილი მედიასთან სენაკის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ გააჟღერა:

"მან მოუწოდა ყველას აბსოლუტურად, უკლებლივ ყველას, რომ ერთადერთი შანსი, ერთადერთი შესაძლებლობა მისი თავისუფლების და ჩვენი ქვეყნის განთავისუფლების, არის მხოლოდ და მხოლოდ 30 ოქტომბრის არჩევნები. მოუწოდა ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ აქტიურები იყვნენ და მივიდნენ არჩევნებზე. არჩევნებზე მისული დიდი რაოდენობის ამომრჩეველი არის გარანტია იმისა, რომ ხელისუფლება ტოტალურ გაყალბებას ვერ შეძლებს და ყველა იმ ქალაქში სადაც ტარდება მეორე ტური გაიმარჯვებს ოპოზიციის კანდიდატი. მისი მთავარი მოწოდება არის ეს და ის ხედავს, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ ის იყოს თავისუფალი, ქვეყანა იყოს თავისუფალი, დაიწყოს ფუნდამენტური ცვლილებები და ქვეყანამ დაიწყოს განვითარება.

განსაკუთრებით მან თხოვა ახალგაზრდებს, რომ დაიწყონ ოპოზიციის ოფისებში მისვლა მოხალისეებად, ჩაეწერონ მოხალისეები რიგებში, რომ 30 ოქტომბერს იაქტიურონ და არ მისცენ ხელისუფლებას გაყალებების არცერთი შანსი. მიაჩნია, რომ ახალგაზრდების როლი ასეთ დახმარებაში არის ძალიან მაღალი და ყველა ახალგაზრდას პირადად სთხოვა მოხალისეებად მობრძანდნენ ოპოზიციის ოფისებში და 30 ოქტომბერს დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით, რომ ვერ შეძლოს "ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილმა გაყალბება", - თქვა კობა ნაყოფიამ. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →