—

ამირან გამყრელიძე - ვინც მიტინგს, თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით, უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან რეკომენდაცია

34
ამირან გამყრელიძე - ვინც მიტინგს, თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით, უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან რეკომენდაცია
მოსასმენად დააჭირეთ

ვინც მიტინგს, თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით, უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან რეკომენდაცია: ყველას ჰქონდეს პირბადე, დისტანცირებულები იყვნენ და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის…

ვინც მიტინგს, თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით, უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან რეკომენდაცია: ყველას ჰქონდეს პირბადე, დისტანცირებულები იყვნენ და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, ყველგან ატარონ პირბადე, შინ და გარეთ, დახურულ თუ ღია სივრცეებში.

„მგონი, თავი მოგაბეზრეთ, რომ დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს.

ერთადერთი, რაც ამ პანდემიის დროს არ აკრძალულა, იგივე საგანგებო მდგომარეობისას, ეს იყო პოლიტიკური პროცესი.

მე, პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, თუმცა, რეკომენდაციას ვაძლევ, ვინც მიტინგს თუ შეკრებას ჩაატარებს პოლიტიკური მიზნით. მე ვერ ავუკრძალავ, კანონი ამას არ კრძალავს, მაგრამ უმორჩილესად ვთხოვ დაიცვან რეკომენდაცია: ყველას ჰქონდეს პირბადე, დისტანცირებულები იყვნენ, რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს ეს პროცესი",- აღნიშნავს გამყრელიძე.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →