—

ადვოკატი - შეეშვან ბნელ ოთახში კატის ძებნას

26
ადვოკატი - შეეშვან ბნელ ოთახში კატის ძებნას
მოსასმენად დააჭირეთ

ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, საუბარია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მდგომარეობაზე, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მოახდინონ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში, - ამის შესახებ მიხეილ…

ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, საუბარია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მდგომარეობაზე, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მოახდინონ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, მრავალფუნქციური კლინიკა ისეთ სამედიცინო დახმარებას და აპარატურას მოიცავს, რომელიც მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ აქვთ, შესაბამისად ხელისუფლებამ კონსილიუმის დასკვნა უნდა გაიზიაროს.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ შექმნა კონსილიუმი, რომლის რეკომენდაციაც უნდა გაიზიარონ. კონსილიუმმა იმსჯელა და დადო დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს მრავალფუნქციურ კლინიკაში. ეს მოიცავს ისეთ სამედიცინო დახმარებას და ისეთ აპარატურას, რომელიც მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ აქვთ. მივმართავ იუსტიციის მინისტრს, შეეშვან სპეკულაციებს და დაუყონებლივ მოახდინონ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ და მისი ჯანმრთელობა არ დადგება საფრთხის ქვეშ”, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

ის ასევე გამოეხმაურა "ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილს გუშინ გადასხმა გაუკეთდა და არის გარკვეული საკვების მიღების პრეცედენტები. გიორგი გელხაურის შეფასებით, მმართველი გუნდი "ბნელ ოთახში კატის ძებნას უნდა შეეშვას", რადგან სააკაშვილი საკვებს არ იღებს და მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის, ასევე გაუკეთდა გადასხმები.

„მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს იზრუნონ პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და მოახდინონ მისი ჰოსპიტალიზაცია. სააკაშვილი არ ითხოვს განსაკუთრებულ პრივილეგიებს, როგორც სტანდარტულად ხდება იმ კლინიკებში გადაყვანა, სადაც შეიძლება შესაბამისი დახმარების მიღება, ამას ითხოვს სააკაშვილიც. შეეშვან ბნელ ოთახში კატის ძებნას, თითქოს სააკაშვილი ნახევრად შიმშილობს, ის საკვებს არ იღებს და მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის, ასევე მოხდა გადასხმების გაკეთება.

ჩვენ ყველა სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ სააკაშვილს, რომ ჰოსპიტალიზაცია განხორციელდეს სამოქალაქო კლინიკაში. დღევანდელი ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, საუბარია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მდგომარეობაზე, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოახდინონ ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში”, - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →