—

ამირან გამყრელიძე - სავალდებულო ვაქცინაცია გადასაწყვეტად რთული საკითხია

29
ამირან გამყრელიძე - სავალდებულო ვაქცინაცია გადასაწყვეტად რთული საკითხია
მოსასმენად დააჭირეთ

ზოგადად, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მარტივი არ არის, გადასაწყვეტად რთული საკითხია, ვფიქრობ, განხილვის საგანი გახდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ…

ზოგადად, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მარტივი არ არის, გადასაწყვეტად რთული საკითხია, ვფიქრობ, განხილვის საგანი გახდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, განსაკუთრებით პედაგოგები მოითხოვენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო იყოს.

„გვეუბნებიან, რატომ არ ხდით ვაქცინას სავალდებულოს. განსაკუთრებით მასწავლებლები გვეუბნებიან, რომ თუ სავალდებულო გახდება, აიცრებიან. მოგეხსენებათ, ეს საკითხი შემდგომში განიხილება. პრემიერი იღებს გადაწყვეტილებას, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა. ზოგადად, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მარტივი არ არის, მოგეხსენებათ, ეს ბევრმა ქვეყანამ ვერ განახორციელა. ზოგმა კი, თუმცა, ბევრმა ვერა. ზოგი ფიქრობს, რომ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებებთან და ასე შემდეგ. რთული საკითხია გადასაწყვეტად, ვფიქრობ, რამდენიმე განხილვის საგანი გახდება“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს, გადაწყვეტილებას კი საკოორდინაციო საბჭო, პრემიერი იღებს.

ცნობისთვის, გუშინ პრემიერმა განაცხადა, რომ ის, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დაუშვებს ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →