—

იუსტიციის მინისტრი - საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მულტიპროფილურ კლინიკაში მოხდება

21
იუსტიციის მინისტრი -  საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მულტიპროფილურ კლინიკაში მოხდება
მოსასმენად დააჭირეთ

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მულტიპროფილურ კლინიკაში მოხდება.

მისივე თქმით, კონსილიუმზე სამოქალაქო კლინიკასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

“ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსიულმმა სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში, აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაშიც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის ოპონენტებიც, არ ყოფილა… მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს სამოქალაქო კლინიკას, პირადად თქვენ ატყუებთ საზოგადოებას, როდესაც მე მაბრალებთ ტყუილს”, – განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 25-ე დღეა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრობაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს.

(metronome)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →