—

ნოემბერში შესაძლოა სავალდებულო აცრის საკითხი გადაწყდეს - ამირან გამყრელიძე

52
ნოემბერში შესაძლოა სავალდებულო აცრის საკითხი გადაწყდეს - ამირან გამყრელიძე
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი შესაძლოა ნოემბერში გადაწყდეს. მისი განცხადებით, ქვეყანაში ნებაყოფლობითი ვაქცინაციით მოსახლეობის 35-37%-ის აცრა…

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი შესაძლოა ნოემბერში გადაწყდეს. მისი განცხადებით, ქვეყანაში ნებაყოფლობითი ვაქცინაციით მოსახლეობის 35-37%-ის აცრა მოხერხდა, რაც საკმარისი არ არის. ჯანდაცვის სისტემას მიზნად მოსახლეობის 70-80%-ის აცრა აქვს დასახული.

"სოფლებში რომ დავდივართ გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა - არა. იგივეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, რომ აუცრელ ადამიანებს ჰქონდეთ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას.

ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან საუბრისას.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →