—

მიხეილ სააკაშვილი - არცერთი წამით არ უნდა შევჩერდეთ, შევუტიოთ ყველა მიმართულებით

50
მიხეილ სააკაშვილი - არცერთი წამით არ უნდა შევჩერდეთ, შევუტიოთ ყველა მიმართულებით
მოსასმენად დააჭირეთ

გამარჯვების მერე გელით რუსთავში. მინდა, რომ ჩემი სატუსაღოს კარები, მათ შორის, ბათუმელებმაც გააღოთ. არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში, ყველანი არჩევნებზე,- ასე მიმართა ციხიდან წერილით მესამე პრეზიდენმტა მიხეილ…

გამარჯვების მერე გელით რუსთავში. მინდა, რომ ჩემი სატუსაღოს კარები, მათ შორის, ბათუმელებმაც გააღოთ. არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში, ყველანი არჩევნებზე,- ასე მიმართა ციხიდან წერილით მესამე პრეზიდენმტა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

სააკაშვილმა მოქალაქეებს 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

„ჩემო ახლობელო, მშობლიურო, საყვარელო ბათუმელებო მადლობა რომ შეიკრიბეთ, მათ შორის ჩემ მხარდასაჭერად. მადლობა, რომ ბევრი თქვენგანი თბილისში იყო 14 ოქტომბერს. მე მაგრად ვდგავარ. მოველი თქვენთან პირდაპირ კონტაქტს. მხდალმა ხელისუფლებამ სასამართლოზეც კი ვერ გაბედა ჩემი მიყვანა და სატელეფონო ზარები ამიკრძალა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისინი უკვე დამარცხებული და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ.

ზუსტად ვიცი, რომ ქათქათა ბათუმს ნიშნავს, რომ ბათუმში „ოცნების“ ლურჯი დროშების ნაცვლად თეთრი, ქათქათა ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება და გიორგი კირთაძე იქნება საუკეთესო მერი ბათუმის ისტორიაში. მიშა ბოლქვაძე იქნება ხელვაჩაურში საუკეთესო მერი. ხოლო გამარჯვების მერე გელით რუსთავში. მინდა, რომ ჩემი სატუსაღოს კარი, მათ შორის, ბათუმელებმაც გააღოთ. არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში, ყველანი არჩევნებზე! არცერთი წამით არ უნდა შევჩერდეთ, შევუტიოთ ყველა მიმართულებით, ჩვენ კი არ უნდა ვიცავდეთ მათგან თავს, ისინი არიან და უნდა დარჩნენ თავდაცვის რეჟიმში. გაუმარჯოს ბათუმს, გაუმარჯოს აჭარას, გაუმარჯოს საქართველოს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →