—

ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი სამარცხვინოდ შემოიპარა, კანონი დაარღვია და რეაგირება მოახდინა პროკურატურამ

36
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი სამარცხვინოდ შემოიპარა, კანონი დაარღვია და რეაგირება მოახდინა პროკურატურამ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზღვრის უკანონო კვეთა არის ჩვეულებრივი დანაშაული და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოახდინა პროკურატურამ.

მისივე თქმით, ამ საკითხს არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ და ვერ დააყენებს.

„მქონდა საუბარი არაერთ ევროპელ კოლეგასთან, მეგობრებთან და ისინი ხუმრობით გაოცებულები, განცვიფრებულები არიან, საერთოდ, როგორ შეეძლო ყოფილ პრეზიდენტს…ჯერ ერთი, ყველა შოკში იყო მაშინ, როდესაც ამ კაცმა დატოვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა, პასპორტი, ეს არის ღალატი და მეორეც, კონტრაბანდის გზით, მალულად, ქურდულად შემოიპარა, მე ვიტყოდი, სამარცხვინოდ. რა თქმა უნდა, მან კანონი დაარღვია. საზღვრის უკანონო კვეთა არის ჩვეულებრივი დანაშაული და შესაბამისი რეაგირება მოახდინა პროკურატურამ, ჩვენმა სახელმწიფომ და არავინ დედამიწის ზურგზე, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ნორმალური ადამიანი ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს და ვერ დააყენებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი გუშინ წარედგინა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →