—

"საჭიროა ჰოსპიტალიზაცია"- სააკაშვილთან პირადი ექიმი შევიდა

25
"საჭიროა ჰოსპიტალიზაცია"- სააკაშვილთან პირადი ექიმი შევიდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა.

როგორც ექიმმა განაცხადა, ის დღეს მიხეილ სააკაშვილის ანალიზებს გაეცნობა და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ მიიღებს ინფორმაციას.

"საჭიროა ჰოსპიტალიზაცია რამდენიმე დღეში. უნდა გავიაროთ დეტალები, პრეზიდენტმა არ იცის, ექიმი არ არის, უნდა ავუხსნა ყველაფერი, რა გადასხმა შეიძლება დასჭირდეს, როგორ უნდა იწვეს, როგორ იქნება მისი ნახვის შესაძლებლობა და ა.შ" - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-20 დღეა შიმშილობს.

(Report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →