—

გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, არ აპირებს კლინიკაში გადასვლას

50
გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, არ აპირებს კლინიკაში გადასვლას
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ის არ აპირებს კლინიკაში გადასვლას, მაგრამ არ აპირებს უარი თქვას ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი…

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ის არ აპირებს კლინიკაში გადასვლას, მაგრამ არ აპირებს უარი თქვას ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მათ ყველაზე მეტი თელავზე ისაუბრეს.

„ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და ჩემდა საბედნიეროდ და გასაკვირად, ყველაზე მეტი ვისაუბრეთ თელავზე. ბევრ რამეს მეკითხებოდა. მიუხედავად შიმშილობისა, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, არის მხნედ, შემართებით და მზად იმისთვის, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც ჩააგდო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა. ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა ექიმებთან კონსულტაციაზე უარს არ ამბობს, მზად არის მათთან ისაუბროს, მზად არის მათთან ჰქონდეს კომუნიკაცია, თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ის არ აპირებს კლინიკაში გადასვლას, მაგრამ არ აპირებს უარი თქვას კონსულტაციაზე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან", - განაცხადა ბოტკოველმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →