—

პაატა იმნაძის განცხადებით, ის მომხრეა, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ვაქცინაცია იყოს სავალდებულო

27
პაატა იმნაძის განცხადებით, ის მომხრეა, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ვაქცინაცია იყოს სავალდებულო
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ის მომხრეა, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის (ძირითადად, პროფესიული ნიშნით) ვაქცინაცია იყოს სავალდებულო.

იმნაძე ამბობს, ის მომხრეა იმისიც, რომ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე აუცრელ ადამიანებს წვდომა შეეზღუდოთ, მაგრამ, მისივე თქმით, ამ რეგულაციის შემოღებისთვის საჭიროა, ვაქცინირებულთა რიცხვი უფრო მეტად გაიზარდოს.

"ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მე ვარ მომხრე იმისთვის, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ეს იყოს სავალდებულო, ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ასე იქცევა აშშ, ევროპის უამრავი ქვეყანა, სადაც სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ძირითადად, პროფესიული ნიშნით, სავალდებულოა აცრები.

გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ იყოს გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცრება. საუბარია იმაზე, რომ ვინ წარმოადგენს საფრთხეს როგორც თვის თავისათვის, პირველ რიგში, ასევე საზოგადოებისთვის. ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს თავის თავისთვის და საზოგადოებისთვის, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული შეზღუდვა გარკვეულ ღონისძიებებზე, ძირითადად, გართობის ღონისძიებებზე.

საკითხი დიდი ხანია დგას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს არ შეიძლება შეეხოს მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ მესამედი გვაქვს მოსახლეობის აცრილი, საჭიროა, რომ ამ მესამედს გადავცდეთ კარგად, რომ შეუძლებელი იყოს ამ ღონისძიებების შემოტანა,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

(inforustavi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →