—

თამარ გაბუნია - ბოლო პერიოდში მობილობის უჩვეულო მატება გვაქვს, არის ქუჩის აქციები, ვხედავთ, რომ პირბადის გამოყენება და სხვა წესები ამ შემთხვევებში დაცული არ არის

53
თამარ გაბუნია - ბოლო პერიოდში მობილობის უჩვეულო მატება გვაქვს, არის ქუჩის აქციები, ვხედავთ, რომ პირბადის გამოყენება და სხვა წესები ამ შემთხვევებში დაცული არ არის
მოსასმენად დააჭირეთ

რაც არჩევნებს თავყრილობების სახით მოჰყვა, რა თქმა უნდა, რისკის ფაქტორი იყო - ვხედავთ, რომ პირბადის გამოყენება და სხვა წესები ამ შემთხვევებში დაცული არ არის, - აღნიშნული განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ…

რაც არჩევნებს თავყრილობების სახით მოჰყვა, რა თქმა უნდა, რისკის ფაქტორი იყო - ვხედავთ, რომ პირბადის გამოყენება და სხვა წესები ამ შემთხვევებში დაცული არ არის, - აღნიშნული განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კოვიდინფიცირების მატების მიზეზებზე საუბრისას გააკეთა.

როგორც გაბუნიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მობილობა ის მთავარი კრიტიკული ფაქტორია, რომელიც ეპიდემიის აღმასვლას უწყობს ხელს. აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ "დელტა შტამთან" მიმართებით სიფრთხილე გასამმაგებულია, რაც ჩვენს შემთხვევაში არ ხდება.

„რამ გამოიწვია ბოლო პერიოდში გამწვავება, რომ ისევ თითქმის 5000-მდე მივედით. ბოლო პერიოდში მობილობის ისევ უჩვეულო მატება გვაქვს. არის ქუჩის აქციები. თვითონ არჩევნები იმდენად რისკი არ არის, რადგან არჩევნების გარემო მართვადია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →