—

სუს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტს ეხმაურება

34
სუს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტს ეხმაურება
მოსასმენად დააჭირეთ

სუს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს გაძარცვულია სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი. მათივე თქმით, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს…

სუს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს გაძარცვულია სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი. მათივე თქმით, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს წაღებულია სამსახურებრივი ინფორმაციის შემცველი მეხსიერების ბარათები. 

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული სიცრუეა თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.

გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის ერთერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი. საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები.

ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - ნათქვამია სუს-ი ს განცხადებაში. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →