—

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამეს

53
საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამეს
მოსასმენად დააჭირეთ

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეაჯამეს, – ამის შესახებ ცესკო-ს…

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეაჯამეს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.

მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები:

„ვადამდელი არჩევნები – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ლელო“; „ევროპელი სოციალისტები“; „გახარია – საქართველოსთვის“; „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“; „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“; „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“; საინიციატივო ჯგუფის (შემადგენლობით: სალომე მიქელაშვილი, გიორგი

ჩხაიძე, სალომე ბარამიძე, ომარი ჭყონია, სალომე ლომინაძე) მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი.

ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „გახარია – საქართველოსთვის“; „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“; „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; საინიციატივო ჯგუფის (შემადგენლობით: ამირან ბაქანიძე, ალექსანდრე ბერიძე, ალიკო ტუღუში, დავით ჩანტლაძე, ვალერიან ცანავა) მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი.

ცესკო-ს ცნობით, მეორე ტურის დანიშვნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს.

მეორე ტური, კანონმდებლობის შესაბამისად, 30 ოქტომბერს გაიმართება.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →