—

ექსპრეზიდენტი საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა, მადლობას უხდის

62
ექსპრეზიდენტი საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა, მადლობას უხდის
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე სხვადასხვა ქვეყნის გამოცემების ჰედლაინებს აქვეყნებს, რომლებმაც გუშინ, 14 ოქტომბერს, თბილისში გამართული აქცია გააშუქეს.

როგორც სააკაშვილი წერს, ათი ათასობით ქართველზე მთელს მსოფლიოში საუბრობენ. ექსპრეზიდენტი საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა, მადლობას უხდის.

"მსოფლიოს ყველა კუთხეში, ტაილანდიდან, ინდონეზიიდან, ავსტრალიამდე და კანადამდე, სულ არაფერი რომ ვთქვათ ევროპაზე და ამერიკაზე - საუბრობენ ათი ათასობით ქართველზე, რომლებიც გამოვიდნენ ქუჩაში, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით. 

მსოფლიო საზოგადოების უპრეცენდენტო თანადგომა მოწმობს მხოლოდ ერთ რამეს - სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული. მადლობა ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც გამოვიდნენ ქუჩაში, ქვეყნის მომავლის დასაცავად. სამართალი გაიმარჯვებს!" - წერს სააკაშვილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →