—

ომბუდსმენი - საჯაროდ გავრცელებული განცხადებით გავიგეთ, რომ ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 2 პატიმარი

32
ომბუდსმენი - საჯაროდ გავრცელებული განცხადებით გავიგეთ, რომ ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 2 პატიმარი
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენც დღეს, საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე გავიგეთ, რომ ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 2 პატიმარი. ნამდვილად სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ…

ჩვენც დღეს, საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე გავიგეთ, რომ ხანძრის შედეგად გარდაცვლილია 2 პატიმარი. ნამდვილად სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-17 საპატიმროში მისვლის შემდეგ განაცხადა.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ციხის სასადილო, სადაც ხანძარი გაჩნდა, პატიმრებისაგან მოშორებით არის განლაგებული, ამიტომ საინტერესოა რამდენად იგრძნობოდა საფრთხე და იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია შექმნილ ვითარებაში.

,,დღეს რამდენიმე საათია ჩემი წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე, გაესაუბრნენ პატიმრებს და დაათავალიერეს შემთხვევეის ადგილი. მათთვისაც ცნობილია, რომ ხანძარი დაიწყო სასადილოში, სადილის შემდეგ იმყოფებოდა ერთი პირი, რომლის გამოყვანასაც ცდილობდა სხვა პატიმარი და ისიც დაიღუპა. ჩემი ინფორმაციით, სასადილო არის მოშორებით პატიმრებისაგან, ამიტომ გავესაუბრები რამდენად იგრძნობოდა მათთვის საფრთხე და იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია შექმნილ ვითარებაში. პატიმრების ნაწილი აცხადებს, რომ არ არსებობდა ასეთი საფრთხე, ამიტომ თვითონაც გავესაუბრები პატიმრებს და გეტყვით როგორია მდგომარეობა. დაშავებულებზე ინფორმაცია არ გვაქვს, არის ორი გარდაცვლილი, რომლებიც გუშინ სასწრაფომ წაიყვანა და გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →