—

ალეკო ელისაშვილი - ღვინოს ვიღებდი გუშინ და არ ვიცი, რა ხდებოდა აქციაზე

36
ალეკო ელისაშვილი - ღვინოს ვიღებდი გუშინ და არ ვიცი, რა ხდებოდა აქციაზე
მოსასმენად დააჭირეთ

ღვინოს ვიღებდი გუშინ და არ ვიცი, აქციაზე რა ხდებოდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ღვინოს ვიღებდი გუშინ და არ ვიცი, აქციაზე რა ხდებოდა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ ეთანხმება არავის აზრს, მათ შორის, არც ევროპარლამენტარების, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„არ მინახავს ევროპარლამენტარების ნათქვამიც, რა ვქნა, გუშინ მთელი დღე სხვა რაღაცით ვიყავი დაკავებული ჩემს მეგობრებთან ერთად, დღეს დილიდან კი ეგრევე კომიტეტზე მოვედი. ევროპარლამენტარმა კი არა, ვინც არ უნდა თქვას, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამ აზრს არ ვიზიარებ. არ მიმაჩნია ასე,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

მას ასევე ჰკითხეს მოსაზრება სასულიერო პირების გადაწყვეტილებაზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პეტიციას აწერენ ხელს. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, „ყველა ადამიანი თავის არჩევანში და პოზიციაში თავისუფალია, მათ შორის, სასულიერო პირიც“.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →