—

ადვოკატი - სააკაშვილთან საუბარი გვექნება მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე, ყველაზე ეფექტური გზაა სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება

64
ადვოკატი - სააკაშვილთან საუბარი გვექნება მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე, ყველაზე ეფექტური გზაა სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ შევხვდებით მიხეილ სააკაშვილს და ყველა საჭირბოროტო საკითხზე გვექნება მასთან საუბარი, მათ შორის მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე, რომელზეც რეალურად საქართველოს ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, - ამის შესახებ მიხეილ…

ჩვენ შევხვდებით მიხეილ სააკაშვილს და ყველა საჭირბოროტო საკითხზე გვექნება მასთან საუბარი, მათ შორის მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე, რომელზეც რეალურად საქართველოს ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კითხვაზე, თუ რატომ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი გუშინ ქართველმა საზოგადოებამ მკაფიო პასუხი გასცა.

,,მიხეილ სააკაშვილი არის ამ ხელისფულების პოლიტიკური მძევალი, მის მიმართ არ ტარდება პროცესები და არ ხორციელდება მართლმსაჯულება. ის უნდა იყოს გათავისუფლებული იმიტომ, რომ საქართველოს არ სჭირდება ტყვეობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი. ამის მკაფიო მესიჯი იყო ხალხის გულანთებული სურვილი, რომელიც დაფიქსირდა გუშინ. ჩვენ შევხვდებით მიხეილ სააკაშვილს და ყველა საჭირბოროტო საკითხზე გვექნება მასთან საუბარი, მათ შორის მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე, რომელზეც რეალურად საქართველოს ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს.

პირველ რიგში, ყველაზე ეფექტური გზა არის სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, მან გაასწრო მოვლენებს და თავიდანვე დაიჭირა ისეთი პოზა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, რომ პოლიტიკურ საქმეებზე მან მიიღო გათავისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოს ისტორიაში კი მიხეილ სააკაშვილზე მსხვილი ფიგურა პოლიტიკურ ისტორიაში არ ყოფილა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →