—

როგორი ამინდია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

28
როგორი ამინდია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი
მოსასმენად დააჭირეთ

17 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსამდე დათბება. 

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

18 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე კი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა შედარებით დაიკლებს აღმოსავლეთ საქართველოში და საშუალოდ +19-20  გრადუსი იქნება

დასავლეთ საქართველოში 18-20 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა, ნალექის მიუხედავად, შენარჩუნდება და უმეტესად +23-26 გრადუსი იქნება. თუმცა 20 ოქტომბრიდან +19 გრადუსამდე დაეცემა

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →