—

ელენე ხოშტარია - მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მიმაჩნია, რომ ხვალინდელი აქცია მნიშვნელოვანია

65
ელენე ხოშტარია - მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მიმაჩნია, რომ ხვალინდელი აქცია მნიშვნელოვანია
მოსასმენად დააჭირეთ

იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მიმაჩნია, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია",- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც 14 ოქტომბერს დაანონსებულ…

იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მიმაჩნია, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია",- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც 14 ოქტომბერს დაანონსებულ "ნაციონალური მოძრაობის" აქციას გამოეხმაურა.

როგორც ხოშტარია განმარტავს, მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნისთვის არის პრობლემა და არ დაიყვანება იმაზე, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი მომხრე და ვინ - არა.

"მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ცდება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს. მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგადად ქვეყნისთვის არის პრობლემა და არ დაიყვანება იმაზე, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი მომხრე და ვინ - არა. მის მიმართ ჩემი კითხვები და პრეტენზიები იგივე რჩება, რაც ოდესმე მქონია.

მიმაჩნია, რომ რაც ახლა ხდება არ აქვს კავშირი არც სამართალთან და არც სასამართლო პროცესთან, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მიმაჩნია, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია",-აღნიშნავს ხოშტარია.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →