—

სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

56
 სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინელი დიპლომატები მუდმივ კონტაქტში არიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც დაპატიმრების შემდეგ ციხეშია. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ განაცხადა.

"ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან მუდმივ კონტაქტში ვართ, ადვოკატებს მასთან წვდომა აქვთ, კონსულს შეუფერხებელი წვდომა აქვს. ჩვენ უკვე გვქონდა მასთან რამდენიმე საუბარი, სადაც ნათლად გავარკვიეთ მისი და მისი ადვოკატების პოზიცია", - განაცხადა კულებამ.

მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა საქმის სამართლებრივ მხარეს სწავლობს და ირჩევს ალგორითმს, რომელიც იქნება გამოყენებული.

"მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში. ამიტომ, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, რომელი გზით შეიძლება წასვლა, და ეს, შესაძლოა, იყოს არა მხოლოდ ექსტრადიცია, მაშინ ჩვენ ამის შესახებ შეგატყობინებთ", - განაცხადა კულებამ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →