—

"მწვანე პასპორტის“ დაწესების სავალდებულოობა განიხილება

51
"მწვანე პასპორტის“ დაწესების სავალდებულოობა განიხილება
მოსასმენად დააჭირეთ

„სხვადასხვა დაწესებულებაში „მწვანე პასპორტის“ დაწესების სავალდებულოობა განიხილება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უსაფრთხოების მიზნით, „მწვანე პასპორტის“…

„სხვადასხვა დაწესებულებაში „მწვანე პასპორტის“ დაწესების სავალდებულოობა განიხილება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უსაფრთხოების მიზნით, „მწვანე პასპორტის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, სახელმწიფო ბიზნესის მხრიდან ამ მიმართულებით არსებულ ინიციატივებს მიესალმება.

„რაც შეეხება საჯარო თუ სხვა დაწესებულებებში მწვანე პასპორტის სავალდებულოობას, ამაზე საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა მიმდინარეობს. ზოგიერთ ქვეყანაში საჯარო დაწესებულებაში ვერ შეხვალ თუ „მწვანე პასპორტი“ არ გაქვს ანუ უნდა იყო ან ორჯერადად აცრილი ან PCR, ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა გქონდეთ, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდი უნდა გქონდეს გადატანილი.

ზოგიერთ ქვეყანაში სამასპინძლო დაწესებულებებში ვერ შეხვალთ "მწვანე პასპორტის გარეშე" ზოგ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით გადაადგილება იზღუდება... ჩვენც წარდგენილი გვაქვს ასეთი პაკეტი და საკოორდინაციო საბჭოზე ეს განიხილება“, - განმარტა გამყრელიძემ.

(inforustavi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →