—

მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის უფრო რთული იქნება - გამყრელიძე

49
მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის უფრო რთული იქნება - გამყრელიძე
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების ყველა ინდიკატორი გაუარესებულია.

„ახალი შემთხვევების დღევანდელი სტატისტიკა ცნობილია, დღეს გვაქვს სერიოზული ნახტომი. როგორც წინა კვირაში გაუწყებდით, ახალი შემთხვევების მატების დინამიკა გამოჩნდა. გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი. ძალიან საყურადღებოა, რომ 1.43 პროცენტამდეა რეპროდუქციის ინდექსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ გართულებული ეპიდვითარების ფონზე ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„სამწუხაროდ, 18 სექტემბრიდან მცირდება ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი, რაც ძალიან ცუდია. თუ ვერ გავზარდეთ აცრის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის უფრო რთული იქნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →