—

დაიწყო თუ არა მეხუთე ტალღა - რას აცხადებს თამარ გაბუნია

33
დაიწყო თუ არა მეხუთე ტალღა - რას აცხადებს თამარ გაბუნია
მოსასმენად დააჭირეთ

ბოლო რამდენიმე დღეა დაახლოებით 2500-3000-მდე მერყეობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი - ამ მერყეობის აქტიური მართვა არის მთავარი. მას „მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ „მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით…

ბოლო რამდენიმე დღეა დაახლოებით 2500-3000-მდე მერყეობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი - ამ მერყეობის აქტიური მართვა არის მთავარი. მას „მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ „მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ მოსახლეობა პირბადის გამოყენებას დაუბრუნდეს და დაიცვას სოციალური დისტანცია.

„ჩვენ ამას განსაკუთრებით შევისწავლით, რადგან გარკვეული მატება ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, თუმცა გარკვეულწილად უჩვეულოდ მაღალი მატებაა დღევანდელი ციფრი. ბოლო რამდენიმე დღეა დაახლოებით 2500-3000-მდე მერყეობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი. ბუნებრივია მას ხელს უწყობს მობილობა, აცრების შედარებით დაბალი მაჩვენებელი, რადგან არ არის საკმარისი ის იმუნური ფენა, რომელიც ჩვენ დღეს ჩამოგვიყალიბდა იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. ამ მერყეობის აქტიური მართვა არის მთავარი. მას „მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ „მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით. გარკვეული მერყეობაა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას და რაც მთავარია ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →