—

მიხეილ სარჯველაძე - ხელების დაკაპიწებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებაში სავარაუდოდ, ქართულ პოლიტიკაში კვლავ დესტრუქციული ელემენტების შემოტანა იგულისხმება

115
მიხეილ სარჯველაძე - ხელების დაკაპიწებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებაში სავარაუდოდ, ქართულ პოლიტიკაში კვლავ დესტრუქციული ელემენტების შემოტანა იგულისხმება
მოსასმენად დააჭირეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ვარაუდობს, რომ „ხელების დაკაპიწებასთან“ დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებაში ქართულ პოლიტიკაში კვლავ დესტრუქციული ელემენტების შემოტანა იგულისხმება.

კერძოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილში ნათქვამია, რომ „წინასწარ მის გლოვას სჯობს, ხელები დაიკაპიწონ და 30 ოქტომბერს ერთად იზეიმონ გამარჯვება“.

სარჯველაძის განმარტებით, მათგან პოლიტიკური ოპონირების სხვა მეთოდი ძნელად წარმოუდგენია.

„რა იგულისხმება ხელების დაკაპიწებაში, პირადად მე, ერთადერთი განწყობა მაქვს, სავარაუდოდ, ამაში იგულისხმება ქართულ პოლიტიკაში კვლავ რაღაც დესტრუქციული ელემენტების შემოტანა და ამის განგრძობა.
მათი პოლიტიკური ოპონირების სხვა მეთოდი ძნელად წარმომიდგენია. როგორც ჩანს, ასეთია მათი მოლოდინებიც, დამოკიდებულებებიც და ცდილობენ, რომ ეს განახორციელონ. სხვაგვარად მათ მუშაობა არ შეუძლიათ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →