—

ბათუმში დაზარალებული ოჯახები ბინებს და ფულად კომპენსაციას მიიღებენ

32
ბათუმში დაზარალებული ოჯახები ბინებს და ფულად კომპენსაციას მიიღებენ
მოსასმენად დააჭირეთ

ბათუმში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახები ბინებს და ფულად კომპენსაციებს მიიღებენ - ამის შესახებ ბათუმში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები და მართლა დიდი ტრაგედიაა ეს ჩვენთვის. 

აქვე მინდა ვთქვა, რომ აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენც, ცენტრალური ხელისუფლება გვერდში დავუდგებით, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გადაეცეთ ახალი ბინები ამ ოჯახებს, ასევე მიიღონ ფულადი კომპენსაცია, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, იგეგმება რეგულაციების გამკაცრება სამუშაოების ნებართვის გაცემაზე. 

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავაკმაცროთ რეგულაციები, პროცედურები და პირობები ნებართვის გაცემის, უნდა გაკონტროლდეს მკაცრად, რომ ასეთი შეცდომა მეორედ აღარ იყოს დაშვებული.

მოგეხსენებათ, რომ პოლიციამ უკვე დააკავა სამი პირი, რომელიც იკვეთება ამ დანაშაულში, ამ ტრაგედიაში. დავარქვათ ამას გულგრილობა თუ გაუგრთხილებლობა... ამას გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ ჩვენ, მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს გვერდით დავუდგეთ" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ბათუმში გარდაცვლილების ხსოვნას მთავრობის სხვა წევრებთან ერთად პატივი მიაგო.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →