—

ბექა ბასილაია - მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს

33
ბექა ბასილაია - მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები გიორგი გელხაური, ბექა ბასილაია და ნიკა გვარამია მივიდნენ.

ერთ-ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს და პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა.

„დღეს შიმშილობის მეათე დღე დადგა, რაც გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის დამძიმებას, ეს არის ბუნებრივი.

გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა, როგორი აქვს წნევა, სატურაცია და ა.შ. მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს და თავის დამშვიდება, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს, არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ჩვენ არც ერთხელ არ გვითქვამს, რომ სააკაშვილი მშრალ შიმშილობაზე იყო, ამაზე ღიად ვსაუბრობდით. ის, რომ თაფლი შეიძინა და საკვებს იღებსო, არის ტყუილი. როდესაც ადამიანი იღებს გარკვეულ ნატურალურ წვენს ესეც შიმშილობაა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →