—

"არაფერი გამომიღია, მაბრალებენ" - კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული მუშა

26
"არაფერი გამომიღია, მაბრალებენ" - კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული მუშა
მოსასმენად დააჭირეთ

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევისა და მოქალაქეების დაღუპვის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მუშა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ მას საყრდენი კედელი არ დაუნგრევია.

"არაფერი გამომიღია, მაბრალებენ..." - თქვა ბრალდებულმა.

აღნიშნული კომენტარი მან მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოცხადების შემდეგ, სასამართლო შენობის დატოვებისას გააკეთა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. 

დაკავებულები არიან კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მეპატრონე და 2 მუშა, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →