—

შალვა პაპუაშვილი - მეც მოვუწოდებ სააკაშვილს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს

95
შალვა პაპუაშვილი - მეც მოვუწოდებ სააკაშვილს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს
მოსასმენად დააჭირეთ

მეც მოვუწოდებ სააკაშვილს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციას, რომ სააკაშვილმა შიმშილობის შედეგად 12 კილო დაიკლო. რაც…

მეც მოვუწოდებ სააკაშვილს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციას, რომ სააკაშვილმა შიმშილობის შედეგად 12 კილო დაიკლო. რაც შეეხება ტელევიზორსა და ლეიბს, პაპუაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით ადვოკატები არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

"რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობებს, ამასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში ტყუილი ვრცელდება, მათ შორის, მისი ადვოკატების მხრიდან. ტყუილი იყო, რომ თითქოს ლეიბი არ ჰქონდა, თავიდანვე ჰქონდა ლეიბი მას, წარმოუდგენელია, იატაკზე ეძინა თუ როგორ დავიჯეროთ ეს? ტყუილია, რომ თითქოს ტელევიზორს არ აძლევდნენ, პროცედურაა, რომ შესყიდვა უნდა მოხდეს თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამ პროცედურების გავლის შემდეგ მას ტელევიზორი აქვს.

რაც შეეხება შიმშილობას, მეც მოვუწოდებ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ეს რა თქმა უნდა, მისი პირადი გადაწყვეტილებაა, აქედან გამომდინარე სასჯელაღსრულების დაწესებულება რაიმე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →