—

ჯანდაცვის მინისტრი - ეპიდვითარება საყურადღებოა

31
ჯანდაცვის მინისტრი - ეპიდვითარება საყურადღებოა
მოსასმენად დააჭირეთ

ეპიდვითარება არის საყურადღებო, ბოლო ერთი კვირის მანძილზე ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი მომატებულია, რაც ეტაპობრივად აისახება ვირუსის გავრცელებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ…

ეპიდვითარება არის საყურადღებო, ბოლო ერთი კვირის მანძილზე ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი მომატებულია, რაც ეტაპობრივად აისახება ვირუსის გავრცელებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სახეზე გვაქვს ვაქცინაციის რიცხვის საკმაოდ მასშტაბური კლება, რაც ძალიან სამწუხაროა.

,,მნიშვნელოვნად რჩება როგორც ვაქცინაცია, ასევე იმ რეგულაციების მკაცრი დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის მოწოდებული. აცრის რიცხვი არის დაკლებული, რაც ძალიან სამწუხაროა, სახეზე გვაქვს საკმაოდ მასშტაბური კლება. დღეს გვაქვს დამატებით საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გუბერნატორები და მერები. მნიშვნელოვანია მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობების გააქტიურება, ვინაიდან მხოლოდ სამინისტრო საკმარისი მასშტაბით ინფორმაციას ვერ აწვდის რეგიონებს. ჩვენ მათ მივაწვდით ინფორმაციას თითოეული რეგიონის ჭრილში, თუ სად არის კრიტიკული რაოდენობა ვაქცინირებული ჩვენი მოქალაქეების და შემდეგ ერთობლივად მნიშვნელოვანია გაიმართოს ყველა საველე სამუშაო რომლის დახმარებით უკვე მოიმატებს ვაქცინაციის პროცესი რეგიონებშიც“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →