—

რა სთხოვა პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს - საპატრიარქოს განცხადება

207
რა სთხოვა პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს - საპატრიარქოს განცხადება
მოსასმენად დააჭირეთ

სრულიად საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სთხოვს, შიმშილობა შეწყვიტოს, რადგან ეს არაქრისტიანული ქმედებაა. აღნიშნული თხოვნა მიხეილ სააკაშვილს პატრიარქის მდივანმა გადასცა…

სრულიად საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სთხოვს, შიმშილობა შეწყვიტოს, რადგან ეს არაქრისტიანული ქმედებაა. აღნიშნული თხოვნა მიხეილ სააკაშვილს პატრიარქის მდივანმა გადასცა, რომელიც ცოტა ხნის წინ მასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. 

„უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →