—

ნათია თურნავა აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს შეხვდა

39
ნათია თურნავა აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს შეხვდა
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართული ტრანსპორტის მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელს, ტრანსპორტის…

თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართული ტრანსპორტის მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელს, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სატრანსპორტო დარგებს შორის. გამოიყო ის მიმართულებები, სადაც ურთიერთობა განსაკუთრებით წარმატებულია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ევროპა - აზიის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის პროცესს, რაც საბოლოოდ დადებითად მოქმედებს ორივე ქვეყნის ეკონომიკებზე. კერძოდ, საუბარია სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო პლატფორმებზე ერთობლივი პრეზენტაციების გამართვაზე, პროფილურ გამოფენებში მონაწილეობასა და სხვა სახის აქტივობების განხორციელებაზე.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის შესახებ, რომლის თაობაზეც სტამბოლის მინისტერიალზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციებმა სპეციალური ოქმი გააფორმეს. ითქვა, რომ მნიშვნელოვანია სარკინიგზო ხაზის დროული დასრულება. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის მეშვეობით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ზრდადი დინამიკით გამოირჩევა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა დარგებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →