—

დიდი გადაადგილება "ოცნებაში" - ღარიბაშვილს თანამდებობიდან ისევ უშვებენ?

66
დიდი გადაადგილება "ოცნებაში" - ღარიბაშვილს თანამდებობიდან ისევ უშვებენ?
მოსასმენად დააჭირეთ

დიდი გადაადგილება "ქართულ ოცნებაში" - სანდო წყარო მმართველი პარტიიდან "პირველებს" უყვება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ისევ სახლში უშვებენ.

დიდი გადაადგილება "ქართულ ოცნებაში" - სანდო წყარო მმართველი პარტიიდან "პირველებს" უყვება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ისევ სახლში უშვებენ.

წყარო "ქართული ოცნებიდან" ამტკიცებს, რომ პარტია რეგიონებში მარცხზე პასუხისმგებლობას სწორედ ღარიბაშვილს აკისრებს. ამას ემატება საერთაშორისო სკანდალში გახვევა. 

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.

ქარსელაძე ივანიშვილის ნდობით აღჭურვილია პირია და ისიც ღარიბაშვილის მსგავსად მთავრობაში ქართუ ბანკიდან მოიყვანეს.

"ტვ პირველი" დილიდან ცდილობს უმრავლესობის დეპუტატების კომენტარები მოიპოვოს, თუმცა მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ არაფერი იციან.

"ეს არის კიდევ ერთი არასერიოზული კამპანია, რასაც თქვენი ე.წ. ტელევიზია აკეთებს"- უთხრა "ტვ პირველის" კორესპოდენტს, ანრი ოხანაშვილმა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები  ირაკლი ქარსელაძეს დადებითად ახასიათებენ და მას პროფესიონალს უწოდებენ: 

"კითხვას ირაკლი ქარსელაძის გაპრემიერობასთან დაკავშორებით ან ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან მოხსნასთან დაკავშირებით, არანაირი ფაქტობრივი წინაპირობა არ აქვს. აქიდან გამომდინარე, ჩემი პასუხიც არ იქნება სერიოზული". 

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ზარქუა ირწმუნება, რომ გუნდში ღარიბაშვილის გადაყენება არ  განხილულა. 

"ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელმაც მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა შეძლო და ეს ცალკეულ ადამიანების დახმარებაში გადაახურდავა. მათ შორის უმწეოთა დახმარებებიცაა... ეს არის ადამიანი რომელიც იმსახურებს, რომ იყოს პრემიერ მინისტრი"- ამბობს ზარქუა. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →